ლევან ჯავახიშვილი, „ალია“
„ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის პრორუსული კურსი კარგა ხანია დააფიქსირა და ნაკლებად ადარდებს ქართული საზოგადოების აზრი ამ საკითხზე. „ნაცმოძრაობამ“ უამრავი სტრატეგიული ობიექტი მიჰყიდა რუსეთს, პირველ რიგში, ენერგო–ობიექტები და ამით ქვეყანა რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებული გახადა. რაც დარჩა, იმ სტრატეგიული ობიექტების რუსულ კომპანიებზე გასხვისებას „ქართული ოცნება“ აპირებს. ამ ეტაპზე ლაპარაკია „საქართველოს რკინიგზაზე“. წყაროს ინფორმაციით, რკინიგზის გაყიდვაზე მოლაპარაკებები რუსულ მხარესთან უკვე დაწყებულია.
–„საქართველოს რკინიგზის“ გაყიდვა 3 წლის წინ გადაწყვიტა ბიძინა ივანიშვილმა და მყიდველი არც უძებნია, მაშინვე ერთადერთი მყიდველი იყო – რუსეთი. რომელი რუსული კომაპნია აპირებს ჩვენი რკინიგზის ყიდვას? არ ვიცი, და არც აქვს ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა. რუსეთის ხელისუფლება გადაწყვეტს, რომელმა კომპანიამ ან კომპანიებმა უნდა იყიდოს. დაავალებს მათ და აყიდინებს. რუსეთში ხომ ყველა ბიზნესი და ბიზნესმენი კრემლის, კონკრეტულად, უშიშროების სამსახურის მიერ კონტროლდება და ფულიც, მათი ნებართვითა და ხელშეწყობით აქვთ ნაშოვნი. „ქართული ოცნების“ პარტიული ლიდერებისგან ვიცი, რომ უჩა მამაცაშვილი მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსეთის ტრანსპორტისა და ეკონომიკის მინისტრებთან, ვიტალი სოლოვიევთან და მაქსიმ რეშეტნიკოვთან. თუ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, მაშინ გამოჩნდება ის რუსული კომპანია, რომელიც იყიდის „საქართველოს რკინიგზას“. რამდენადაც ვიცი, ამ ეტაპზე მოლაპარაკება წარმატებით მიმდინარეობს და შეთანხმების მიღწევას ხელი არაფერმა უნდა შეუშალოს. „საქართველოს რკინიგზის“ მესვეურებთან ნუ ეცდებით ამ ინფორმაციის გადამოწმებას. მათ, უბრალოდ, არაფერი იციან ამ მოლაპარაკების შესახებ. ბიძინა ივანიშვილი მათ ფაქტის წინაშე დააყენებს. ჩემის მხრიდან, შემიძლია დავამატო, რომ ეს იქნება დანაშული ქართველი ხალხის წინაშე. ერთი, რომ რუსეთს საქართველოზე უამრავი ეკონომიკური ბერკეტი აქვს და ერთსაც ვაძლევთ. ასევე, რუსეთი სომხეთის მოკავშირეა და რკინიგზის რუსეთზე გასხვისებით, სომხეთზე ზემოქმედების ბერკეტსაც ვკარგავთ. ეს ქვეყნის ღალატია და მეტი არაფერი“ –განუცხადა წყარომ „ალიას“.
კომენტარები