მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, განცხადებას ავრცელებს:
“ბოლოჯერ მიხიელ სააკაშვილი ვნახე გუშინ, იყო საკმაოდ სუსტად. დღეს ამიტომ ვცადე კონსულტირების ჩატარება, მაგრამ მიშა არ გვინახავს.
ვითხოვ, მოვითხოვ, ვთხოვ, ვნახო პრეზიდნეტი სააკაშვილი, რაც შეიძლება სწრაფად, ძალიან ვღელავ მისი მდგომარეობის შესახებ.
გუშინ და დღეს მისი მდგომარეობა იყო საკმაოდ მძიმე. აუცილებელია ჩემი და ჩემი კოლეგების მიერ, მისი ნახვა დღეს.
დღეს ის არის კომპლექსური, მძიმე პაციენტი და სჭირდება სპეციფიური მკურნალობა, არც ვიცით იქ რამდენი ექიმია…
ახლა რომ ვიხსენებ დღევანდელ დღეს, სხვანაირი იყო დღევანდელი დღე ციხეში, კონსილიუმის დროს, გადიოდნენ და შემოდიოდნენ, გამიკვირდა, ასე არ ხდება, ყველა ზის, უყურებს ისტორიას… როცა მიხვდნენ რომ კონსილიუმმა გადაწყვიტა იმ დასკვნის გაკეთება რაც გააკეთა, მაშინ დაიწყეს გადაყვანის ოპერაცია. მოიცადეო, მითხრეს, პრეზიდენტს უნდა შენი ნახვაო, მერე მითხრეს საღამოს მობრძანდიო…
მეუფე ნიკოლოზმა დამირეკა დღეს დილით და მითხრა, რომ იყო ძალიან სუსტად…”
კომენტარები