ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“მივიღე ოფიციალური უარი სინდისის პატიმრების, ბატონი ივერი მელაშვილის და ქალბატონი ნატალია ილიჩევას ციხეში მონახულებაზე, რაც არის სადეპუტატო საქმიანობაში ხელის შეშლა.
მიზეზად პანდემიას ასახელებენ. კვლავ მოვითხოვ საჭირო პროცედურების დაცვით (ვირუსზე სწრაფი ტესტირება და ა. შ) საპატიმროში შესვლას.
მთელი საქართველო მათ გვერდით დგას და არავინ შეარჩენს ამ ხელისუფლებას უდანაშაულო ადამიანების პოლიტიკური მიზნით დევნას.”
კომენტარები