ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება პარტია „ახლების“ წევრი, გედევან ფოფხაძე:
– ყველა პოლიტიკოსის, პარტიის თუ კოალიციის მოქმედება, რომლებიც ამ ბრძოლაშია არიან ჩაბმულნი, ხალხთან უნდა იყოს შეთანხმებული, ხალხი უნდა გამოგყვეს. უწვეტი პროტესტია დღემდე, მაგრამ უსასრულო პროტესტი ხომ ვერ იქნება? ეს ხალხი იმიტომ დგას ამდენი ხანი, რომ მათ შვილებს არ მიუწიოთ მერე იქ დგომა. ჩვენ უნდა შევთავაზოთ ამ ხალხს, კონკრეტულად, რას ვითხოვთ. ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში. მივაღწვევთ არჩევნების დანიშვნას? ძალიან კარგი და მერე, ეს ხალხი უნდა ჩაერთოს ამ არჩევნების პროცესში, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან ერთად მათ უნდა აკონტროლონ საარჩევნო პროცესი, რომელიც აუცილებლად უცხოელებით დაკომპექტებული ადმინისტრაციით ჩატარდება… პოლიტიკური სუბიექტების ურთიერთობა უწყვეტი საპროტესტო აქციის მონაწილეებთან უნდა იყოს ინტერაქტიული, უნდა გავუზიაროთ ერთმანეთს აზრები, ერთად უნდა ვიმსჯელოთ, როდის და რის გაკეთება აჯობებს. ეს ხალხი 24 საათიან რეჟიმში ფიქრობს, რა შეიძლება იყოს ამ სიტუაციიდან გამოსავალი. არც ერთ პოლიტიკოსზე ნაკლები ანალიტიკა მათ არ აქვთ. რუსთაველის პროსპექტი, ეს აქცია ძალიან ანგარიშგასაწვია და იქ მყოფ ხალხს უნდა მოუსმნოს პოლიტიკურმა სპექტრმა… ხალხს ისიც უნდა ვუთხრათ, თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ, ბრძოლის რა გზას ვირჩევთ, ჩვენ რას შევმატებთ ქუჩაში დგომის გარდა ამ სახალხო პროტესტს, და ა.შ…
– ბატონო გედი, დე ფაქტო ხელისუფლებამ უკვე მიიღო კანონი „მაუწყებლობის შესახებ“, რომელიც ბევრ რაიმეს უკრძალავს ჟურნალისტებს. კერძოდ, ჟურნალისტს ეკრძალება ფარული ჩანაწერის (გადაღების )გაკეთება და გავცელება, რაც იმას ნიშნავს, რომ სულ მცირე, საგამოძიებო ჟურნალისტიკა უკვე აიკრძალა. ასევე, მიიღეს ბევრი კანონი, რომელიც პროტესტის გამოხატვას სხვა და სხვა ფორმით უკრძალავს ხალხს, ადამიანებს 5000 ლარიან ჯარიმებს უწერენ და ბევრს უკვე რამდენიმე ასეთი ჯარიმა აქვს, 60 უკანონო პატიმარი ზის ციხეში, ხალხის ცემა ქუჩაში და წამება პოლიციის შენობებში, ყველაფერზე მიდიან და ცდილობენ, ეს ძალადობა კანონებით გაამყარონ. მოკლედ, რეჟიმი მყარდება და ამასობაში, ვიდრე მხოლოდ აქციებით ვებრძვით, ხომ არ მოასწრებენ, ხომ არ დაამყარებენ რეჟიმს და უკაცრავად და, გაღიმებულები ხომ არ დავრჩებით?
– არა, რეჟიმი ასე მარტივად არ მყარდება. ძალიან თვალსაჩინოა და ხელის გულზე დევს, ამათი გაკეთებულიც და მცდელობებიც. კი, ბევრი რამის ჩაკვლას ცდილობენ, ჟურნალისტიკის კონტროლს და სხვა რაიმესაც, ამით იცავენ თავიანთ კორუმპირებულ გარემოცვას, სხვა დანაშაულებებში მხილებულთ. ამათი ეს მცდელობები, ჯოხის გადაღუნვისდ მცდელობებს ჰგავს. ჯოხი ამ პროცესში ტყდება და ამათაც გადაუტყდებათ. ყველა ეს მეთოდი, რასაც იყენებენ და რაც სჭირდებათ რეჟიმის შესანარჩუნებლად, რაც ჩამოთვალეთ და რაც არ ჩამოგითვლიათ, იმაზეა ორიენტირებული, რომ ხალხს წაართვან უფლება, არ იყოს კონსტიტუციურად ხელისუფლების წყარო. ხალხი როგორ უნდა იყო ხელისუფლების წყარო? ერთი არჩევნების გზით უნდა მოიყვანოს სასურველი პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაში და ასევე, უნდა იყოს ინფორმირებული, რომ სწორი არჩევანი გააკეთოს. ცდლობენ, ჩაკეტონ საზოგადოება, რეალობას მოწყვიტონ, დამახინჯებული, სიმართლის საპირისპირო ინფორმაცია მიაწოდონ და ხალხი რეალობის აღქმას თუ დაკარგავს, ცხადია და მერე მართებულ არჩევანს ვეღარ გააკეთებს. არაინფორმირებული და მით უფრო, ხელისუფლების პროპაგანდით მოტყუებული ხალხის მართვა იოლია. ამას ემსახურება ეს ახალი კანონი „მაუწყებლობი შესახებ“, „ოცნების“ პროპაგანდისტული მედიასაშუალებების არსებობა და მათ მიერ საზოგადოებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება. ასე იქცეოდა საბჭოთა კავშირის ხელისუფლება, მაგრამ ბოლოს მათმა მცდელობებმა უკუშედეგი გამოიღო. რაც დაფარული და დამალული ჰქონდათ, ხალხმა ყველაფერი გაიგო. 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ ჩვენი ცნობიერება შეიცვალა. მას მერე დავინტერესდით, რა იყო მართლმადიდებლური ეკლესია, რა არის ქართული სახელმწიფო და საქართველოს ნამდვილი, გაუყალბებელი ისტორია, ვინ ვართ, საიდან მოვდივართ, რა მისია გვაკისრია… ხალხს ეს ყველაფერი რომ არ გაეგო, ტანკებით გადაუარეს და ბოლოს როგორ დასრულდა ყველაფერი და არა მარტო საქართველოში, კარგად მოგეხსენებათ. ჩვენი თაობის ცნობიერება 9 აპრილის მერე შეიცვალა, ჩვენი მენტალობა მაშინ ჩამოყალიბდა. იქიდან მოყოლებული ჩვენ ვსვამთ კითხვებს და ვიღებთ პასუხებს. ამის უფლება საბჭოთა ტანკებმა, იმ უზარმაზარმა იმპერიამაც ვერ წაგვართვა. ქართველი ხალხი ამ დაპირისპირებაში არათუ დიქტატურას არ მიიღებს, არამედ დაასამარებს ბიძინა ივანიშვილის, „ქართული ოცნების“ მცდელობას იბატონონ ქართველ ხალხზე, აუკრძალონ, რომ იყოს ქართველი, საკუთარი იდენტობის ნაწილი და შექმნას უკეთესი მომავალი, ააშენოს ცივილიზებული სახელმწიფო. ამ უფლებას ქართველ ხალხს ვერავინ წაართმევს, გამორიცხულია. დე ფაქტო ხელისუფლების უკან დგას რუსეთი, ესენი არიან კოლაბორაციონისტები, მორალური და ზნეობრივი არაფერი გააჩნიათ, ყველაფერი ატროფირებული აქვთ. „ქართული ოცნება“ არის ვერცხლის მოყვარულთა კლუბი და ეს კლუბი გრიგოლ ხანძთელის, იოანე მერჩულეს, დავით აღმაშენებლის მემკვიდრეობას არათუ ვერ მოსპობს, ვერც დააზარალებს.
კომენტარები