აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, საგანგებო ბრიფინგს აწყობს და შეერთებული შტატების მიერ რუსეთისთვის დაწესებულ, ახალ, დამატებით სანქციებზე საუბრობს:
- აშშ-ში აიკრძალება რუსეთიდან ბრილიანტების, ზღვის პროდუქტებისა და ალკოჰოლური სასმელების იმპორტი;
- აშშ, დიდი შვიდეულის ქვეყნებთან ერთად, რუსეთს ჩამოართმევს “სასურველი სავაჭრო პარტნიორის” სტატუსს, რაც განსაკუთრებული სავაჭრო ტარიფების სარგებლობის მოხსნას გულისხმობს;
- ფართოვდება რუსი ოლიგარქების სია, რომლებიც მოექცევიან ვაშინგტონის სანქციებში, რაც მათი ფინანსური რესურსების გაყინვას გულისხმობს.
ჯო ბაიდენი:
“ისინი მხარს უჭერენ პუტინს. ისინი პარავენ ფულს რუს ხალხს და ცდილობენ თავიანთი ფულის დამალვას ჩვენს ქვეყნებში. მათ უნდა გაიზიარონ ამ სანქციების ტკივილი. ჩვენ ვაპირებთ გავაძლიეროთ ზეწოლა და ამიტომ ვითხოვთ, რომ აშშ-ის მიერ შემოღებულ სანქციებს მხარი ყველა პარტნიორმა ქვეყანამ დაუჭიროს. ზელენკისთან საუბრის დროს მე მას ვუთხარი, როგორც ყოველთვის, რომ შეერთებული შტატები დგას უკრაინელი ხალხის გვერდით იმ დროს, როდესაც ისინი მამაცურად იბრძვიან თავიანთი ქვეყნის დასაცავად.”
წყარო – მთავარი არხი
კომენტარები