ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე ონლაინ მკურნალობის მეთოდებზე საუბრობს.
„ერთ რაღაცას ვიტყვი, ვიცი ამით მილიონ მტერს გავიჩენ, მაგრამ ვთვლი რომ ამდენი Facebook გვერდები, რომლებიც კონსულტაციას აკეთებენ, არასწორია. ჯერ ერთი, ვინ აკეთებს ამ კონსულტაციას, ამ ადამიანებს გამოცდილება აქვთ?
მეც ახლა ვარ ჟენევაში, ხომ ქართველი ვარ. მეც ხომ ვარ სხვაგან, თუმცა ლოკაცია გამოცდილებას არ ცვლის. მე მაგალითად ახლა ვარ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი. როდესღაც მეც ვიყავი ქირურგი. მე ვერასდროს ვერ მივცემ კონსულტაციას თვალის პრობლემებზე.
ახლა ყველა, ვინც ინგლისური ისწავლა, კონსულტაციებს აბრახუნებენ და ეხმარებიან ხალხს. თუ მართლა გინდათ დახმარება, დაეხმარეთ ექიმებს საქართველოში და დაეხმარეთ სისტემას. გააკეთეთ ონლაინ-კლინიკები“,- ამბობს გიორგი ფხაკაძე.
კომენტარები