ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ოპოზიციას მიმართა ა თქვა :
“ვიცი, ბიძინა ივანიშვილი ყელში გაქვთ გაჩხერილი. რატომ? იმიტომ, რომ სწორედ ამ ადამიანმა შეძლო ის, რომ საქართველოს მოსახლეობასთან ერთად ტირანია, თქვენი სახით დაამარცხა და ამას ვერ პატიობთ. გინდათ, რომ ყველგან ამოიკითხოთ მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები. მის წინააღმდეგ ევროპის მიერ გადადგმული ნაბიჯები. ვერ ეღირსებით, იმიტომ რომ ეს ადამიანი ქართველ ხალხთან ერთად არის ევროპული ღირებულებების სადარაჯოზე, არის ევროპული სტანდარტების. და კიდევ ერთხელ, თქვენ გასაგონად ვიტყვით, რომ დიახ, საქართველო ბიძინა ივანიშვილთან, ირაკლი ღარიბაშვილთან, ირაკლი კობახიძესთან, კახა კალაძესთან , ჩვენს გუნდთან და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობასთან ერთად მიიღებს სტატუსსაც და ევროკავშირის წევრობასაც და ამით მთელი ქვეყანა გაიხარებს. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ თანამშრომლობისთვის, მოგიწოდებთ რომ ტონალობები დაწიოთ და ვიმუშაოთ იმ გამოწვევებზე, რაც ჩვენს ქვეყანას ნამდვილად გააჩნია. ნუ ხართ ჩასაფრებულის პოზიციიდან.”
კომენტარები