“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელი ნიკა მელია:
“ძალიან უხერხული მდგომარეობაა, როდესაც თავდაპირველად ტყუილს გვასაღებდნენ, რომ თითქოს სალომე ზურაბიშვილმა თავისით შეიწყალა პოლიტპატიმრები და ბატონმა ივანიშვილმა არ იცოდა. არ იცოდა გახარიამ და საერთოდ არავინ იცოდა… ეს ეჭვი ქალბატონმა ზურაბიშვილმა გააქარწყლა და თქვა, რომ იცოდა! ამით გვითხრა ის, რომ ივანიშვილის მეცადინეობის გარეშე მე მათ ვერ შევიწყალებდიო – ასე ითარგმნა ეს ყველაფერი. ყველაზე მთავარი კი ის არის რომ დასავლეთის ზეწოლით, ოლიგარქიულმა რეჟიმმა გაათავისუფლა პოლიტიკური პატიმრები და დარჩენილ პოლიტპატიმრებსაც გაათავისულლებს.
კიდევ ერთი, ყველაზე მთავარი მომენტი, რაშიც ყველა, მათ შორის “ქართული ოცნმების” ატივისტებიც დარწმუნდნენ არის შემდეგი – ბიძინა ივანიშვილი მზად არის, ხელები შეახოცოს ნებისმიერ ადამიანს საკუთარი ფულის შენარჩუნებისთვის. ივანიშვილმა, როცა დაინახა დასავლეთიდან მომდინარე სერიოზული საფრთხეები – მათ შორის სანქციებიც კი დაინახა ჰორიზონტზე, შეეშინდა და საკუთარი ქვეითი პოლიტიკოსები, რომლებსაც რასაც და როგორც უნდა იმას ალაპარალებს, გულზე მჯიღი რომ არტყმებივა თალაკვაძე-კობახიძეს ჩვენ პოლიტიკური პატიმრები არ გვყავს და შესაბამისად ვერავის გამოვუშვებთო ადგა და ერთ მშვენიერ საღამოს გამოუშვა. ასე იქნება არჩევნების დღესაც – იბაქიბუქებს ივანიშვილი, რომ მაგრები არიან და იგებენ, დამარცხების შემდეგ კი მოიქცევა ისე, როგორც იქცეოდა რამდენიმე დღის წინ და შეაქცევს ზურგს საკუთარ ახალგაზრდა თანაგუნდელებს”
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსების, უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალების გადაწყვეტილების მიღების შესახებ ბიძინა ივანიშვილი, გიორგი გახარია და არჩილ თალაკვაძე წინასწარ გააფრთხილა.
კომენტარები