ეკონომიკის ექსპერტი, ირაკლი ლატარია, სოციალურ ქსელში, წერს:
“მე ვარ ადამიანი, რომელმაც 2006 წლიდან ვიცი ბიძინა ივანიშვილის არსებობა, მთელი მთავრობა, პოლიცია, ჯარი და ა.შ მაგ ერის კაცის ფულით რომ იყო და შენდებოდა აი მაგ დროიდან, შემდეგ ვიცი 2007 წელს, სერგეენკომ როგორ გადაარჩინა ჩემი მეგობრის ოჯახი, როგორ აჩუქა ახალგაზრდა გოგონას რამდენიმე წელი სიცოცხლე (ბიძინა ივანიშვილის სიკეთით), შემდეგ კი ვიცი და ვიცი ვინც არის….
მოკლედ რა მინდა ვთქვა ამ ყველაფრით, მე, ირაკლი ლატარია, ყოველთვის ვაფასებდი ადამიანთა სიკეთეს, მათ საქმიანობას და ახლა, ამ ეტაპზე, ვერა და ვერ შემიძლია დავივიწყო ბიძინა ივანიშვილის მიერ მთელი საქართველოსთვის ნაკეთები საქმეები და ზუსტად ვიცი, რომ ეგ არის ადამიანი, ვისაც სამშობლო უზომოდ უყვარს და ვინც ამ ქვეყანას უძღვნის თავის ყოველდღიურობას.
ახლა კი დასკვნა:
მე, ბიძინა ივანიშვილს ვიცავდი და ვიცავ ყოველთვის (თუმცაღა რა ჭირს ბიძინას ამ მანიაკებისგან დასაცავი, მაგრამ ასეა ნუ) და ეს არ ნიშნავს, რომ მე ოცნებაზე ვაფრენ ან ოცნების ყველაფერი მომწონს, არამც და არამც, პირიქით, უამრავი რამ არ მომწონს, მაგრამ იმის არ დანახვა, რომ ივანიშვილმა ყველას მისცა შანსი, ყველა პოლიტიკოსს, ყველა დაჯგუფებას, რომ მიეღოთ მონაწილეობა ქვეყნის განვითარებაში, ზოგს რა თანამდებობა მისცა და ზოგს რა, ვინ აღარ შეიყვანა პარლამენტში, ვინ აღარ აქცია პოპულარულად, მაგრამ 90 % მა ვერ გაამართლა და ბოლს მაინც საკუთარმა ამბიციებმა სძლიეს და მაინც ივანიშვილის მიერ ნაშენები, ნაკეთები არამც თუ დააფასეს, არამედ წინააღმდეგაც კი წავიდნენ. ამის არ დანახვა ნიშნავს იმას, რომ უბრალოდ არ ხარ მოყვარული იმისა, რაც კეთდება.
და ბოლოს:
ივანიშვილს მე, ვიცავდი, ვიცავ და ალბათ ყოველთვის დავიცავ და განა იმიტომ რომ ეს არის ჩემი ჰობი? არა, უბრალოდ მე ვერავის ვხედავ ამ ქვეყნად, ვისაც ბიძინაზე მეტად უყვარს საქართველო და ვისაც მასზე მეტი უკეთებია ჩემი ქვეყნისთვის.
ეგა არის და ეგ, სხვა დანარჩენი კი წარმოადგენს უბრალო, მარტივ – ლირიკას!!!
დიდი წერტილი.”
კომენტარები