კოკა მორგოშიამ იცის რომ დროშის დაწვა დასჯადია, მაგრამ ამაში პრობლემას არ ხედავს:
„ევროკავშირის დროშებს წვავენ კვირაში ასეულობით, იმიტომ რომ ევროპა, საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობისთვის ასოცირდება ბოკერიასთან, სააკაშვილთან და სხვასთან და სახვასთან.
ვიცი რომ ეს დასჯადია. თუ ამაზე დასჯიან, არ არის პრობლემა, დაისჯებიან კანონს ფარგლებში“. – ამბობს მორგოშია.
“ალტ-ინფოს”მხარდამჭერებმა „ევროკავშირის“ და „ნატოს“ დროშა დაწვეს.
აქციის მონაწილეები ევროკავშირის ოფისთან მსვლელობით მივიდნენ. ისინი სკანდირებენ – “საქართველოს გაუმარჯოს”.
მათ ევროკავშირის ელჩს მიმართეს შეძახილებით: “წადი, წადი”.
მანამდე, აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” ოფისთან იმყოფებოდნენ, სადაც პარლამენტთან გამართული აქციის შემდეგ მივიდნენ.
წყარო – ტვ პირველი
კომენტარები