პოლიტიკოსი, ეკა ბესელია, სუს–ის ყოფილ მაღალჩინოსანზე, სოსო გოგაშვილზე, “ტვ პირველთან” საუბრობს და ამბობს:
“ახლოდან ვხედავდი ვის რა გავლენები ჰქონდა პარტიაში და რა იყო სოსო გოგაშვილის როლი. არ მაქვს განცდა, რომ ზღაპრებს იგონებს და ჰყვება. მისი გავლენა იყო ძალიან დიდი, საკმაოდ დიდი. გომელაურის შემდეგ ყველაზე დიდი. განსაკუთრებით, როდესაც პარტიული გადაწყვეტილებები მიიღებოდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, არის თითქმის იგივე ძალაუფლების და მანდატის მატარებელი, როგორც უფროსი და რეალურად, მთელ რიგ გადაწყვეტილებებზე, გომელაურის შემდეგ გოგაშვილის ფაქტორი იყო ყველაზე დიდი… კობახიძე საერთოდ ვინ იყო, არათუ მდინარააძე, რომელიც მორიდებით უყურებდა…
მე როგორც მახსოვს გოგაშვილი ჩვენ პარტიაში, ხელისუფლებაში მოსვლამდე, წინასაარჩევნო პერიოდში, ახლაგაზრდული ფრთიდან აქტიურობდა და როდესაც გომელაურმა წაიყვანა, არ ვიცი, ვისთან მეგობრობდა, მაგრამ როდესაც პირველი მოადგილე გახდა, კარგად მახსოვს ერთ–ერთი პოლიტსაბჭოს სხდომიდან და ჩემი კომიტეტიდანაც. მისი გადაწყვეტილებები კობახიძისთვის იყო… თვალებში უყურებდა, მის გარეშე ვერაფერს სერიოზულს ვერ გააკეთებდა. დღეს შეიძლება აგდებით საუბრობენ, მაგრამ გოგაშვილის წასვლის მერეც ჰქონდა კობახიძეს მასთან კომუნიკაცია, შეხვედრაც ჰქონდა. მე მგონია, მასთან… ვიცი, რომ შეხვდა. გოგაშვილი რომ დიდი ინფორმაციის მატარებელია, ამაზე არაერთხელ მისაუბრია, არამხოლოდ სუს–ში იყო მაღალ პოზიციაზე, ამავე დროს, პარტიასთან იყო ყველაზე ახლოს მდგომი პირი.
მე დარწმუნებული ვარ, კობახიძეს ახლა მშვიდად არ ძინავს, გოგაშვილმა რომ დაიწყოს ვინ ვისთან რა ტიპის ფარულ გარიგებებში და კორუფციულ სქემებშია, არა მგონია, ამ ადამიანებს სიმშვიდის წინაპირობები ჰქონდეთ. რაზეც საუბრობს, დარწმუნებული ვარ, გაცილებით დიდი ინფორმაციის მატარებელია და ამაზე ქილიკი არ არის ნორმალური საქციელი.”
კომენტარები