საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც პრემიერმა განაცხადა:
ხელისუფლება აცნობიერებს მოქმედი შეზღუდვებით, განსაკუთრებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის შეჩერებით, მოსახლეობისთვის შექმნილ სირთულეებს და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ აღნიშნული ნაბიჯები მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის საფრთხეების მაქსიმალურად არიდებას და კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით მიღწეული პოზიტიური შედეგების შენარჩუნებას ემსახურება.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის უსაფრთხოდ და შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში აღდგენისთვის.
“ალია” – როგორც ვნახეთ, პრემიერი ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღსადგენად – არადა, უკვე იმდენი დროა გასული, კონკრეტულ გზებზე უნდა ვსაუბრობდეთ, თორემ, ასე ყველაფერს ვაკეთებთ 8 წელია და შედეგი მაინც არა გვაქვს.
კომენტარები