მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ვალერი გელბახიანი, “ტვ პირველთან” ამბობს:
“ამერიკელმა ექიმებმა სააკაშვილს უთხრეს, რომ მისი სიცხეები და წნევა დაკავშირებულია ნერვული სისტემის მოშლასთან, ნერვიული სისტემის მოშლას შედეგად მოჰყვა ხერხემლის დაზიანება, რომელიც იწვევს როგორც სიცხეებს, ასევე წნევებს. როგორც მას ექიმებმა უთხრეს, თუ ქირურგიული ჩარევა არ მოხდა ხერხემალზე, შეიძლება კრიტიკულად განვითარდეს მოვლენები. ბატონი ჯეიმს კობი გახლავთ ტრამვატოლოგი, ქირურგი. ქართველმა ექიმებმა ვერ დაადგინეს დიაგნოზი, მიუხედავად იმისა, რომ თავს იწონებენ. სააკაშვილთან იყო 4 ექსპერტი, ბიომასალა აიღეს, კვლევა ჩაატარეს – ეს არის ამერიკელი ექიმების დასმული დიაგნოზი და ფინალური იყო ბატონი კობის შესვლა, რათა გაესინჯა ხერხემლის ის მიდამოები, სდაცა ეჭვია, რომ ქირურგიულ ჩარევას მოითხოვს და დაწერდა დასკვნას. ვფიქრობ, იცოდნენ წინასწარ, რადგან არ შეუშვეს ასეთი რანგის ექიმი. ეს არის ძალიან მაღალი დონის ექსპერტი, სამყაროში არ არსებობს უკეთესი… არ არის მისი საპირწონე. ვივამედის პერსონალს ვიცი, ამზადებენ, რომ სასამართლოზე მოიყვანონ და ათქმევინონ, რომ არ ჭირს სააკაშვილს ისეთი დაავადება, რომელიც სასჯელის მოხდასთან შეუთავსებელია. რომ დაეწერა ნობელის პრემიის ლაურეატს დასკვნა, სასაცილო იქნებოდა რომელიმე ქართველ ექიმს მისი საპირისპირო დასკვნა დაეწერა.
გამოვიდეს რომელიმე სპეციალისტი, ექიმი და თქვას, რომელი სასიცოცხლო პარამეტრი გაუმჯობესდა ამ პერიოდში. როდესაც კანონის ტერმინია ასეთი, რომ ითხოვს პარამეტრების გაუმჯობესებას – არ გვაქვს ასეთი შედეგი, პირიქით, ამდენი ხანია მკურნალობს და პირველი დიაგნოზი ვარაუდის სახით იყო, რომ აი, კოვიდი რომ იყო, შეიძლება ის იწვევს წნევებს, მერე იყო, რაღაცა ვირუსი ხომ არაა… ესაა ვერსიები და ვერსიებზე ველოდოთ სააკაშვილის სიკვდილს?
სააკაშვილს ერთ–ერთმა ექიმმა უთხრა, რომ შესაძლოა ეს იყოს დემენცია და სხვათა შორის, ეს არის ნომერ პირველი დაავადება, რომლის დროსაც თავისუფლება პასუხისმგებლობისგან ადამიანი… ვაწყნარებ და ვეუბნები, რომ ეს არ არის დემენცია, თუმცა, თუ ეს დადასტურდა, ძალიან ცუდი მდგომარეობა იქნება. სწორედ ამის დასადგენად გაკეთა ბიოფსია.”
ვალერი გელბახიანმა იმასაც გაუსვა ხაზი, რომ პოლიტიკური გადაწვეტილება იქნება სააკაშვილი სამკურნალოდ გადაყვანის საკითხი და თქვა, რომ პოლიტიკური კუთხითაც, “სააკაშვილი ასეთი კონსტრუქციული პრეზიდენტობის დროსაც კი არ მახსოვს, ყველა ზომას ხმარობს, რომ რაიმე რადიკალური, საეჭვო განცხადება არ იქნეს გადადგმული, რომელიც ხელს შეუშლის ამ პროცედურას.”
კომენტარები