“ალიას” ექსკლუზიური ინფორმაციით, ზაზა სარალიძე, რომელიც არაერთი დღეა აპროტესტებს რუსულ კანონს, ახალგაზრდებისთვის იარლიყების მიკვრის მცდელობას და რუსული კანონის მოწინააღმდეგეთა გაშავების მცდელობას, დღეს, ქართული ოცნების აქციაზე იმყოფებოდა, რათა, კიდევ ერთხელ დარწმუნებულიყო, რომ ოცნება ნამდვილად არ აპირებს უკან დახევას და რუსულ კანონზე უარის თქმას.
გამომდინარე იქედან, რაც ნახა და მოისმინა აქციაზე, გადაწყვიტა, შიმშილობა დაიწყოს რუსთაველის გამზირზე, მანამ, სანამ მთავრობა კანონს უკან არ გაიწვევს. “ალიასთან” ამბობს, რომ ახლა სახლში ჯდომის დრო არაა და სამწუხაროდ, ისევ არ ეძლევა შვილის მშვიდად გლოვის საშუალება, როცა ხედავს, ახალგაზრდების მომავალი საფრთხეშია. მოუწოდებს ყველა მშობელს, გვერდით დაუდგნენ შვილებს და სწუხს, რომ მისი ოჯახისთვის მისი გადაწყვეტილება დიდი დარტყმა იქნება, თუმცა, თვლის, რომ ახლა სხვაგვარად მოქცევა არ შეუძლია და ახლა ცოცხალ შვილს სჭირდება!
ზაზა სარალიძე “ალიასთან” ამბობს:
ველოდები, როდის აალაგებენ სცენას, დავჯდები და ვიწყებ შიმშილობას, სანამ ამ კანონს უკან არ გაიწვევენ. მარტო ვიწყებ, კი, ჩემი მოკლული შვილისთვის მე მაშინ მარტომ დავიწყე ბრძოლა და დღეს ცოცხალ შვილს და მის მომავალს ვჭირდები! დღეს ნაბიჯების დროა!
ყველა მშობელი უნდა გამოვიდეს შვილების და მათი მომავლის დასაცავად.
მდინარაძე და სხვები ბევრს საუბრობენ, მაგრამ ახლა ნახონ როგორია ქმედება და მომავლისთვის თავგანწირვა.
არ მიღირს სახლში ტირილი როცა შვილებს მონობა ემუქრება
ვიცი, დიდი დარტყმა იქნება ჩემი ოჯახისთვის და ჩემ მაგივრად ბოდიში მოუხადეთ დედას, მამას, ნათიას და მარის!
კომენტარები