ბიძინა ივანიშვილი მე-9 კლასის ისტორისს სახელმძღვანელოშია შეტანილი, როგორც დიდი მეცენატი და ქველმოქმედი. ამ ფაქტს გამომცემლობა “დიოგენე” ადასტურებს და ამბობს, რომ წიგნი უკვე გრიფირებულია.
ამ თემაზე პროტესტის აგორებას აპირებს ელენე ხოშტარია, რომელმაც მოწოდება უკვე გააკეთა:
„მეგობრებო, ხვალიდან და შედეგის მიღწევამდე ვიწყებთ სხვადასხვა ფორმის პროტესტს სკოლის სახელმძღვანელოში ბელადი ბიძინას დიდების შეტანის გამო. ყველა, ვისაც ამ თემაზე გაქვთ პროტესტი გამოგვეხმაურეთ, ყველა იპოვით თქვენ ადგილს ამ პროტესტში, იქნება ბევრი ფორმით.
598 642 956 მოგვწერეთ დაგვირეკეთ დავორგანიზდეთ და შევუტიოთ! ეს ყველას გვეხება“
კომენტარები