ამერიკაში მცხოვრები ექიმი, ნანა გეგეჭკორი:
“ვივამედი ამ წუთებში უნდა ავრცელებდეს განცხადებას, რომ პაციენტის პალატაში გადაღებული კადრების გასაჯაროვება მათი ნებართვის გარეშე მოხდა. პარალელურად სარჩელი უნდა შეიტანოს მათ წინააღმდეგ ვინც ეს გააკეთა. სხვანაირად სრული პასუხისმგებლობა პაციენტის კონფიდენციალურობის დარღვევაზე ეკისრებათ მათაც, პენიტენციალურ სისტემასთან ერთად.
პაციენტის კონფიდენციალურობის უფლების დარღვევა არის სერიოზული დანაშაული სამედიცინო პერსონალისთვის.
მარტივად რომ აგიხსნათ, ჰოსპიტალში გადაღებულ თქვენს პირად ფოტოზეც კი რომ აღმოჩნდეს რაიმე ტიპის, პაციენტის იდენტობის შემცველი ინფორმაცია, მაგალითად სახელი მონიტორზე, ან რომელიმე კვლევის ნაგლეჯი სახელით ფოტოზე და ასე შემდეგ, ამას მოყვება სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
უცოდინრობის ასეთი რა ხარისხი გჭირთ რომ თქვენი უფლებები და მოვალეობები ანაბანის დონეზეც კი არ იცით?
ინგლისური ერთს მაინც ეცოდინება იმხელა ჰოსპიტალში და უთარგმნეთ რა სასჯელს ითვალისწინებს პალატაში გადაღებული კადრების გასაჯარობება.
For those institutions that fail to comply with HIPAA, there may be criminal and civil penalties. If the complaint received indicates a violation of the criminal provision of HIPAA, then the matter may be referred to the department of justice (DOJ) for further investigation.”
კომენტარები