მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ვალერი გელბახიანი, ვივამედის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება:
„ჩემი დასკვნა ასეთია, რომ ხელისუფლებას აქვს ირაციონალური, ლოგიკისმიღმა წესები, მისი გამოცნობა ლოგიკით არ შეიძლება, ამიტომ უნდა იფიქრო უკუღმა. – უკუღმა თუ იფიქრებ, მაშინ რაღაც თემის გადასაფარად დასჭირდათ ეს. ასეთი თემები ბევრია ქვეყანაში, ახლა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოდის და სხვა თემები…
ლოგიკური თვალსაზრისით კი, არის პასუხისმგებლობის მოხსნა. ანუ, ვივამედის განცხადებას, თუ პირდაპირ, ლოგიკური წესით წავიკითხავთ, მაშინ გამოდის, რომ ვივამედი აყენებს საკითხს იმის თაობაზე, რომ მას არ შეუძლია პასუხისმგებლობა აიღოს შედეგებზე, ეს შედეგები, შესაძლოა, ლეტალურიც იყოს. ამ მდგომარეობაში მიხეილ სააკაშვილის ახლა კლინიკიდან ციხეში გადაყვანა ლოგიკას მოკლებულია, თუმცა სხვა კლინიკაში გადაყვანაც არ იქნება მისაღები, რადგან საქართველოში არ არის კლინიკა, რომელიც მას სათანადო მკურნალობას ჩაუტარებს. ერთადერთი გამოსავალი სააკაშვილის ქვეყნიდან გაყვანაა.”
„იძულებული ვხდებით, მივმართოთ პენიტენციური დაწესებულის სამედიცინო სამსახურს“ – „ვივამედი“
კომენტარები