სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი “ვივა მედის” განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ იზიარებს ნინო ლომჯარიას პოზიციას, რომ სააკაშვილის ციხეში დაბრუნება შეიძლება, საშიში იყოს სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის.
იოსელიანი ამბობს, რომ არ სურს, სააკაშვილის წინააღმდეგ რაიმე ტიპის ისეთი ქმედება განხორციელდეს რამაც შეიძლება მის მდგომარეობას დაამძიმებს.
მე არ ვიცი “ვივა მედის” განცხადება გულისხმობს თუ არა სააკაშვილის მაინცდამაინც ციხეში დაბრუნებას, შეიძლება აქ დაწესებულებაზეა საუბარი და სხვა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე. სახალხო დამცველს (ნინო ლომჯარიას) აქვს გამოქვეყნებული პოზიცია, რომ მისი ციხეში დაბრუნება შეიძლება საშიში იყოს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის. მე ვიზიარებ იმ პოზიციას, რა პოზიციაც სახალხო დამცველს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ჰქონდა დაფიქსირებული. მე არ მინდა, რომ რაიმე ტიპის ისეთი ქმედება განხორციელდეს მის მიმართ, რამაც შეიძლება მისი მდგომარეობა დაამძიმოს”, – ამბობს იოსელიანი.
შეგახსენებთ, რომ “ვივა მედმა” მიხეილ სააკაშვილის სხვა კლინიკაში გადაყვანა მოითხოვა.
კომენტარები