ამერიკაში მცხოვრები პროფესორი, დოდონა კიზირია:
“არ მინდოდა ამის წერა, არ მინდოდა შევხებოდი ოპოზიციის საქმიანობას, მაგრამ უკვე აღარ შემიძლია სიჩუმე. მე სიტყვები არ მყოფნის, არ ვიცი, როგორ გამოვხატო ჩემი გამწარება, განრისხება, უძლური სასოწარკვეთილება.
რა დროს ლაპარაკია! რა დროს “ჩვენ ვიბრძოლებთ” არის? როდის ვიბრძოლებთ? როდის?
მიხეილ სააკაშვილი კვდება!!! კვდება!!! კვდება!!! დრო არ არის, აქ წუთებსა და წამებზეა ლაპარაკი. ის უარს ამბობს სამედიცინო დახმარებაზეო!
რას ნიშნავს უარს ამბობს! მისი ფსიქიკა, მისი მთელი ორგანიზმი ისეთი სტრესის ქვეშაა, ისეა დასუსტებული, რომ მას უკვე არ შეუძლია ობიექტურად შეხედოს სიტუაციას. მას დაუყოვნებლივ (!!!!!!!!!!) უნდა მიეცეს სამედიცინო დახმარება. განა ეს დასუსტებული და სიკვდილის პირს მყოფი ადამიანი წინააღმდეგობის გაწევას შესძლებს?
მისი სიკვდილი ისეთი საჩუქარია ქოცმთავრობისთვის, როგორსაც ეგენი ვერც ინატრებდნენ. მათთვის ეს ნაციონალური მოძრაობის დასასრულია, რასაც ეგენი ცხრა წელი ცდილობდნენ და ვერ შესძლეს.
ძალიან ვშიშობ, რომ ეს ოპოზიციის ლიდერებისთვისაც დიდი საჩუქარი იქნება. მათ ძალიან აწუხებთ მისი ძალა, მისი პიროვნების ქარიზმა, პოლიტიკური ნიჭი და ალღო. უიმისოდ ისინი უკეთესად იგრძნობენ თავს.
ნიკა მელიამ მომავალ კვირას შევიკრიბოთო. ჰელენ ხოშტარიამ, მომავალ კვირას არა, 7 ნოემბერიაო. რით არის ეს თარიღი ამკრძალავი? “დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის” წლისთავის აღნიშვნას აპირებს?
აი, ვხედავ ხალხს ქუთაისის ქუჩაში, მიშას თავისუფლებას მოითხოვენ. ალბათ სადმე სხვა ქალაქებშიც არიან ასეთები. მაგრამ არ არის ლიდერი, ლიდერი არ არის!
ხალხი?”
კომენტარები