შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური, რუსთავი2-თან, 5 ივლისს იხსენებს და კითხვას, რატომ არ გამოიყენა სპეცსაშუალებები, ასე უპასუხა
“სპეცსაშუალებები რატომ უნდა გამოგვეყვანა, როდესაც ყველა ერთმანეთის მომხრე ადამიანები იყვნენ იქ? ვთქვათ იკრიბება, ლელო ან ენმ, ან ქართული ოცნება, რატომ უნდა გამოვუყვანო სპეც საშუალებები? როცა ორი დაპირისპირებუყლი ჯგუფია, იქ კი ბატონო, მაგრამე ეს თემა (გულისხმობს პრაიოდის აღლუმს) იყო 6 საათზე, იქ მობილიზებული იყო სპეც. საშუალება, წყლის ჭავლი, გაზი, სპოცრაზმი, რომ ეს თემა გადაგვეწყვიტა და ესენი ერთმანეთთან ახლოს არ მისულიყვნენ, მაგრამ როცა დილააა 10 საათზე და ესენი ღამეც იყვნენ ერთად, ამათთან რატომ უნდა გამოგვეყვანა სპეცსაშუალებები. მოხდა ინციდენტი, ის ჟურნალისტი გამოვიყვანეთ და დავიწყეთ გამოძიება.
მე დიდი ხანია, 27 წელია ვმუშაობ ძალოვან უწყებაში და ესეთი რამე არ მახსოვს, ასეთი მასიური თემა ჟურნალისტებზე თავდასხმის… არც გვიფიქრია.
7 ლოკაციაზე იყვნენ, ბოლოს უკვე პიკში, 10 ათას კაცამდე იქნებოდნენ, ზუსტ ციფრს ვერ გეტყვით. იყო ასევე მოძრავი ჯგუფები, 200 ადამიანი მოწყდებოდა თემას, გადაადგილდებოდა. რაიონებიდანაც იყვნენ, სავარაუდოდ, უფრო მეტი იყო ჩამოსული, ვიდრე თბილისში მაცხოვრებელი.
პოლიცია ყველა ლოკაციაზე იყო განაწილებული… სკამარისი ვერასოდეს იქნება, როცა ათი ათასი კაცია გამოსული. ყველა ცდილობდა ჟურნალისტები გამოეყვანა ცხელი წერტილებიდან. მთელი პოლიცია უკვე გაშლილი იყო 12 საათისთვის, 3500 კაცამდე.
არ დაგეთანხმებით რომ ოპერატიულად ვერ მოახერხა რეაგირება პოლიციამ… ყველაფერი გავაკეთეთ, ეს 8 ლოკაცია, ბოლოს გახდა 12 ლოკაცია… შემოდიოდა ზარები ევროკავშირის ოფისიდან, გაეროდან, სახალხო დამცველის ოფისი, ტელევიზიები… 18 ლოკაციაზე რომ გაყოფ 3500 პოლიციელს…”
კითხვას, რა მოხდა “სირცხვილიას” ოფისთან, მინისტრი პასუხობს:
“იგივე თემაა, რაც ავხსენი, დაიწყეს მოძრაობა, იქ პოლიციის დანაყოფი იდგა, თუმცა არ იყო საკმარისი რომ 500 კაცი შეეჩერებია, 500 კაცს მინიმუმ 1000 კაცი უნდა დაახვედრო, რომ გააჩერო, მოდი, ესე ავიღოთ თემა… მეორეც ერთი – გაჟღერდა, რომ სირცხვილიას ოფისი დაარბიესო… სირცხვილიას ოფისი არ დარბეულა, დაარბიეს სადარბაზო. სირცხვილიას ოფისი არ დაურბევიათ, ეს თემა იყო დახურული, ერთი თემა იყო, რაც მოხდა, ლექსო ლაშქარავას ცემის ფაქტი… სადარბაზოს კარი შეამტვრიეს, პოლიციაც მივიდა მაგ დროს…”
კითხვას, რატომ გაატარა პოლიციელმა კონსტანტინე მორგოშია სადარბაზოში, როგორც ეს კადრებში ჩანს, მინისტრი პასუხობს:
“მოდი ესე მივუდგეთ… პირველი ამოცანაა პოლიციის, როდესაც საფრთხეა, გამოარიდოს და გამოიყვანოს და არა დააკავოს. როცა მასების მართვის თემაა, სწორია დეესკალაციისკენ წაყვანა თემის. ეს ადამიანი ვინც იქნება… რომ ვკითხე, რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება, რატომ შეატარეთ და რატომ შეიხედა ამან სადარბაზოში ეს მორგოშია, თუ ვინც არის, იმათ თქვეს, რომ არ მიდიოდნენ უკან, არ ტოვებდნენ თემას, ვუთხარი, შეიხედეთ და წადით, არავინ არ არის. მოვიდნენ, ნახეს თემა და მერე დაბრუნდნენ პარლამენტთან. სხვა დროსაც მომხდარა ესეთი თემები და რომ დაუძაბო… იქ იყო 500-600 კაცი, ერთი ადამიანის დაკავებით, უარეს კომფლიქტში შევიდოდნენ. უარესი თემა მოხდებოდა, რომ დაგვეწყო დაკავება, მით უმეტეს, როცა არ იცი ვინ დააკავო. ხომ არ იცი, ვინ დაესხა თავს ჟურნალისტს, 500 კაცს ხომ ვერ დააკავებ? პრინციპული არ არის დაკავება პოლიციისთვის, მთავარია ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინო.”
შს მინისტრი ამბობს, რომ სულ დაკავებულია 27 პირი და აქედან 5 ლექსო ლაშქარავას ცემის ფაქტზე. იგი ამბობს იმასაც, რომ ძალიან ბევრს მუშაობენ, მაგრამ უჭირთ იდენტიფიცირება, ამოიცვნეს რამდენიმე და ვერ ამოცვნეს ზოგი. მინისტრი ამბობს, რომ ამოცნობის ხელისშემშლელი პირობა იყო პირბადეც, თუმცა, რეალურად, პირბადე აქციაზე მხოლოდ მცირე ნაწილს თუ ეკეთა. მინისტრი არ ამბობს, იმათგან, ვინც ამოიცნო პოლიციამ, რამდენი თანამშრომლობს გამოძიებასთან და ასახელებს მოძალადეების გვარებს და რამდენი – არა. მინისტრი საუბრობს ფალავანდიშვილებზე და “ალტ-ინფოს” დამფუძნებლებში და ამბობს, რომ მართალია, ამჯერად ისინი შევიდნენ პოლიციაში და გამოვიდნენ, მაგრამ შესაძლოა, მეორედ რომ შევიდნენ, ვეღარ გამოვიდნენ.
ვცადეთ, დაგვეთვალა, მინისტრმა რამდენჯერ გამოიყენა ინტერვიუს დროს ტერმინი – “თემა”, თუმცა, ამ ეტაპზე ზუსტი ციფრის დასახელება არ შეგვიძლია. გეტყვით იმას, რომ ეს, ალბათ, მინისტრობის “თემაა”…
კომენტარები