ვლადიკავკაზში მეგი გოგიტიძისა და დათო კენჭიაშვილის კონცერტები ცხინვალის პროტესტის გამო გაუქმდა
–
ვლადიკავკაზში, რესტორან “თორნში”, განუსაზღვრელი ვადით გადაიდო 25 და 26 აგვისტოს დაგეგმილი კონცერტები მეგი გოგიტიძისა და დათო კენჭიაშვილის მონაწილეობით.
ამის შესახებ დეპუტატმა ჩრდილოეთ ოსეთიდან თავის ტელეგრამ-არხზე დაწერა და რესტორნისდ მფლობელებს მადლობა გადაუხადა სიტუაციის სწორად გაგებისთვის.
კონცერტის გადადება იმან გამოიწვია, რომ ქართველი მომღერლების ვლადიკავკაზში ჩასვლა და სიმღერა თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთში გააპროტესტეს. სოცქსელების მომხმარებლები წერდნენ, რომ მაშინ, როცა ცხინვალში ჩატარდება 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული სამგლოვიარო ღონისძიებები, ვლადიკავკაზში ქართველები არ უნდა მღეროდნენ. – წერს ,,ანტისაოკუპაციო ცენტრი”
კომენტარები