რუსეთის ფედერაციის საბჭომ ქვეყნის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს რუსეთის შეიარაღებული ძალების საზღვრებს გარეთ გამოყენების თაობაზე თანხმობა მისცა. ინფორმაციას რუსული მედია ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარეზე, ვალენტინა მატვიენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
„შეიარაღებული ძალების გამოყენებაზე თანხმობის მიცემით, ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ ეს იქნება სამშვიდობო ძალები, რომლებიც მიმართულია დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მიწაზე მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად“, – განაცხადა მატვიენკომ.
არსებული ცნობებით, ამ გადაწყვეტილებას მხარი 153-მა სენატორმა დაუჭირა.
კომენტარები