დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა – რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უკან დასახევი გზა ჯერ კიდევ აქვს.
მისივე თქმით, უკრაინაში სამხედრო წარუმატებლობის შემდეგ პუტინისგან ბირთვული იარაღის გამოყენებას არ მოელის.
“პუტინი ცდილობს, რუსულ მედიაში არ გავრცელდეს ცნობები იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება რეალურად უკრაინაში, პარადოქსია, მაგრამ ეს ნაბიჯი მას უკან დასახევად მეტ პოლიტიკურ სივრცეს უტოვებს”, – ამბობს ჯონსონი.
კომენტარები