რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის, ვლადიმერ ჟირინოვსკის გარდაცვალაების შესახებ დღეს ინფორმაციას ტელეგრამზე, დუმის სკიპერი, ვლადიმერ ვოლოდინი ავრცელებს.
“ჟირინოვსკი მოსკოვში გარდაიცვალა. ის 75 წლის იყო და თითქმის 30 წელი იყო პოლიტიკოსი.”
ვლადიმერ ჟირინოვსკი კორონავირუსით გამოწვეული გართულებების გამო საავადმყოფოში თებერვლის დასაწყისში გადაიყვანეს.
ცნობისთვის, 25 მარტს პირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჟირინოვსკი გარდაიცვალა, თუმცა მოგვიანებით რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში ეს ინფორმაცია უარყვეს, შემდეგ მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია რამდენჯერმე ისევ გავრცელდა.
კომენტარები