ჟურნალისტი, ბონდო მძინარაშვილი, სოციალურ ქსელშია, წერს:
“კიკაბიძა რომ მღერის, – “ყველა რუსს გაუმარჯოსო”, – რა ხდება, კრემლში უკვე ამერიკელები არიან?!
“ვლადიმირსკი ცენტრალს” რომ იმღერებენ, მაშინ ხომ დარწმუნდებით, რომ ამ წუთებში თავისუფლების მოედანზე ჩრდილოეთის ქარი უბერავს?”
შეგახსენებთ, ამ წუთებში თავისუფლების მოედანზე „ნაციონალური მოძრაობა“ შემაჯამებელ ღონისძიებას მართავს, სადაც მომღერალი ბუბა კიკაბიძემ, ნაც. მოძრაობის სიის პირველმა ნომერმა, რევაზ ლაღიძის „თბილისო“ იმღერა და მან სიმღერა რუსულად დაასრულა.
კომენტარები