სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს ავრცელებს.
პატრიარქი შადრევანში დენის დარტყმის შედეგად დაღუპული 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის მშობლებს სამძიმარს უცხადებს.
“ბატონო დავით, ქალბატონო ანა, დიდია ჩვენი გულისტკივილი მომხდარი ტრაგედიის გამო.
აღვავლენთ ლოცვებს პატარა მარიტა-მარიამის უკვდავი, ნათელი სულისათვის, რათა უფალმან თვის საუფლოში, – სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო თქვენ მოგმადლოთ ჭირსა შიგან სიმტკიცე და ურყევი რწმენა იმისა, რომ სინამდვილეში სიკვდილი არ არსებობს, რადგან გარდაცვალება არის დასაწყისი ახალი, მარადიული, ჭეშმარიტი ცხოვრებისა, რომელიც მხოლოდ დროებით განგვაშორებს ახლობლებს; მთავარია, ჩვენ შევძლოთ ღვთის გზით სვლა.
ვლოცულობთ მარიტა-მარიამისთვის.
ღმერთი იყოს თქვენი შემწე“, – ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში.
კომენტარები