ნაცმოძრაობის წევრი, გიორგი კალანდაძე თამარ ჩერგოლეიშვილის პოსტს ეხმაურება:
„ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი პოსტია, რომელიც მოიცავს ინფორმაციას, ფაქტებს…
კერძოდ, საინტერესოა ის, თუ რა გავიგეთ ამ პოსტიდან.
1. ის, რაც გავრცელდა, ყოფილა “ვოისი” და არა ჩანაწერი ან სატელეფონო საუბარი.
2. გამოდის რომ მისი შინაარსი ნამდვილია? ე.ი, ვისი ხმაც ამ ვოისში ისმის, ის ნამდვილად მოიხსენიებს მესამე პრეზიდენტს ძალიან ნეგატიურ კონტექსტში? სამწუხაროდ, არც მიშას პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს უარყვია ეს გარემოება.
3. ვოისი თავად მას ჩაუგდია ჩეთში.
4. ვოისი ადრინდელი, 2016 წლის ყოფილა, რა დროსაც ვანო მერაბიშვილი ციხეში იჯდა და იგი მას ვერც მოიპოვებდა და ვერც გაავრცელებდა. შესაბამისად, სპეკულაციები დასრულებულია. ტყუილს ამჯერადაც მოკლე ფეხები აღმოაჩნდა.
P.S: ასევე, აღნიშნული ვოისი სრულიად იდენტიფიცირებულმა პირმა გამოაქვეყნა თავის ფეისბუქზე, მაგრამ რატომღაც, წინასაარჩევნო პერიოდში, მაინც ვანოს დაუკავშირეს.
არადა, აღმოჩნდა რომ იგი სულ სხვა პარტიის შიდა მიმოწერიდან ყოფილა.“
კომენტარები