პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლკიმ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედრის ძებნიდან მე-5 დღეს პოვნასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ
“სამწუხაროდ, უფრო დიდი ხნის ძიებების შემთხვევებიც გვაქვს საქართველოში, მაგრამ ის, რომ ძიებას ძალისხმევა დააკლეს, ეს არის უნამუსო ტყუილი”.
მისი თქმით, “სამწუხაროა, რომ ამ თემასაც პოლიტიკურ ასპექტში იყენებენ”.
“არაერთი მკვლელობა, მათ შორის, არასრულწლოვანთა შორის, არის დაფიქსირებული წარსულში, თუმცა არავის არასდროს არ უფიქრია ამ ფაქტორის პოლიტიკურ ჭრილში გამოყენება. სახელმწიფო თავად ჩადიოდა დანაშაულს და ეს იყო ერთადერთი საკითხი, რომელზეც ჩვენ ვამახვილებდით ყურადღებას.”
ვოლსკის კომენტარს “ნიუპოსტი” ავრცელებს.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, გარდაცვლილი 23 წლის გოგოს მამამ განცხადება გააკეთა და თქვა:
“აი ჩვენი მთავრობა, აი ჩვენი პოლიცია. დეზერტირები. მკვლელები დასვეს პოლიციაში. 5 დღეა ვეხვეწები, ხალხო, ბავშვი დავკარგე. მეუბნებიან – ვიყავი. ვითომ დადიან, გაძღებიან სადღაც და მე მეუბნებიან ვიყავითო. ერთ-ერთ სოფელში ვიყავი, სადაც თავად მითხრეს ვიყავიო, მაგრამ ადგილობრივებმა მითხრეს, რომ აქ არავინ ყოფილაო. ზუსტად აქიდან დამებადა ეჭვი”
მოგვიანებით, მამამ ისიც თქვა, რომ პოლიციამ ჯერ უთხრა გავხსენი შენი შვილის კომპიუტერი და დიდი პრობლემის ქვეშაა თამუნაო, ხოლო მერე უთხრა, ვერ გავხსენით შენი შვილის კომპიუტერიო.
გუშინ საღამოს კი, ოჯახმა და ახლობლებმა შსს უმოქმედობაში დაადანაშულეს და აქცია გამართეს.
გიორგი ვოლსკი, განთქმულია უხეში გამონათქვამებით, მაგრამ იმის შემდეგ, რასაც მამა ჰყვება, იმის შემდეგ, რომ ზუსტად აქციის შემდეგ იპოვნეს 23 წლის გოგოს ცხედარი, მამა უსინდისო ტყუილის თქმაში დაადანაშაულო, შვილის სიკვდილის დღეს – ეს უკვე მეტისმეტია, ვოლსკისთვისაც კი.
ალია
კომენტარები