მწერალი, მოძრაობა ‘ალტერნატივას” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ალექსანდრე პაიკიძე, სოციალურ ქსელში, ფოტოს აქვეყნებს და წერს:
ბატონო პაატა.
( თუ ეს გვერდი თქვენია და თუ კითხულობთ)
რაზეც ერთი წელია გვაწმუნებთ რომ იცით, ისიც არ გცოდნიათ და ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი (როგორც მინიმუმ) ვერ დაარწმუნეთ, რომ არ ხართ მატყუარა, დაინტერესებული და უფრო მარტივად რომ გითხრათ – არაკეთილსინდისერი ადამიანი.
უფრო გასაგებად – თქვენი, როგორც ექიმის კვალიფიკაცია და როგორც ადამიანის პატიოსნება, ათასჯერ დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ.
ამ ყველაფერს მსუბუქად გეუბნებით, თორემ სინამდვილეში ვფიქრობ, რომ ჩვეულებივი შარლატანი ხართ.
ეს ბოლო მოსაზრება თქვენმა ამ განცხადებამ დაადასტურა!
რაის შიდა ტურიზმი?
საიდან მოიტანეთ შიდა ტურიზმი?!
ვინ გითხრათ რომ შიდა ტურიზმი საერთოდ არსებობს?!
ალბათ ქალბატონმა ეკონომიკის მინისტრმა, რომელმაც ისე იცის ტურიზმი, როგორც თქვენ მედიცინა.
ანუ – ძალიან ცუდად.
რაც შეეხება ამ განცხადების პათოსს – ერთი წელია, ქვეყნის ეკონომიკის მამოძრავებელი ძირითადი ძალა გაჩერებულია.
გაჩერებულია თქვენი რეკომენდაციების საფუძველზე!
უმუშევრად დარჩა 200-250 ათასი ადამიანი!!!!
სოციალურა დაუცველთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა!
და თქვენ, პაატა, გამოდიხართ და რაღაც შიდა ტურიზმზე საუბრობთ?!
ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ უსინდისობასაც აქვს საზღვარი, ოღონდ თქვენს შემთხვევაში არა!
არაფერს ვიტყვი კუბოებზე და აქამდე თქვენს მიერ ნათქვამ ტყუილებზე.
აქვე – თუ ეს განცხადება ტყუილია და არაა თქვენს მიერ გაკეთებული, ბოდიშს ვიხდი, თუმცა მაინც ვთვლი, რომ ხართ ერთ-ერთი ყველაზე არაკეთილსინდისიერი ადამიანი საქართველოს თანამედროვე ისტორიაში.”
კომენტარები