თამო კეშელავა
„ალიას“ ესაუბრება, ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ დამფუძნებელი, გიორგი ფხაკაძე, რომელიც ამჟამად საქართველოში იმყოფება.
– ძალიან მარტივად რომ აგვიხსნათ, როგორ ხდება ახალი შტამის წარმოქმნა და თქვენ საუბრობდით ქართულ შტამზეც – ელოდებით ქართულ შტამს?
-ახალი შტამები უკვე წამოსულია… ერთი და მეტი თვის წინ ვამბობდი, შესაძლოა, ქართული შტამიც მივიღოთ-მეთქი, ახლა კი ვფიქრობ, შესაძლოა, უკვე გვაქვს კიდეც ქართული შტამი და არ ვიცით? ჩვენ გვაქვს რაღაც ტიპის ლაბორატორიული ბაზა, მაგრამ იქ სრული კვლევა შტამებზე ლიმიტირებულად ტარდება და არა ოდენობით, რა ოდენობაც საჭიროა ამის დასადგენად.
რა არის ახალი შტამი – დავუშვათ შეეყარა ერთ ადამიანს ვირუსი, ვითარდება ვირუსი მის ორგანიზმში, იცვლება, ამ ადამიანიდან სხვას რომ გადაედება ვირუსი, მასთან უკვე ხვდება ისეთი შეცვლილი ფორმით, რა ცვლილებაც იმ პირველი ინფიცირებულის ორგანიზმში განიცადა. მაგალითად, ავიღოთ ფერადკანიანი და თეთრკანიანი წყვილი, მათი შვილი შეიძლება იყოს ფერადკანიანი, ან თეთრკანიანი, ან მულატი. ამ წყვილის მეათე თაობა შეიძლება იყოს თეთრკანიანი და მეთორმეტე თაობა კი – ფერადკანიანი. ან, დედა არის მწვანეთვალება, მამას აქვს ყავისფერი თვალები – ვიცით, როგორი თვალის ფერი ექნება შვილს? შესაძლოა, მას ჰქონდეს თვალის ფერი ლურჯი, როგორც მის ბებიას, ან ბებიის ბაბუას. ყოფილა შემთხვევა, წყვილს გასჩენია წითურთმიანი შვილი და ოჯახში არავინაა წითურთმიანი, მაგრამ შესაძლოა, მამის ბაბუის ბებია იყო წითური. ასეთი ევოლუციური პროცესი მიდის ვირუსის შემთხვევაშიც, ათასობით მუტაციას განიცდის გამრავლებისას. რაც მეტად მრავლდება ვირუსი – მით მეტ მუტაციას განიცდის, გამრავლების პერიოდში მუტაცია არის ნორმალური პროცესი. ზოგადად ყველა მუტაცია როდია საშიში, მაგრამ საშიში ისაა, რომ რაც მეტია მუტაცია, მით მეტია შანსი, რომ გამოერიოს ერთი ცუდი შტამი. სამხრეთ აფრიკაში უამრავი მუტაცია იყო, მაგრამ ერთი გამოერია ბოროტი და ცუდი შტამი. იგივე მოხდა ინდოეთშიც. ამიტომ, იმისათვის, რომ არ გაჩნდეს ახალი ცუდი შტამები, უნდა შევაჩეროთ გამრავლება ვირუსის და როგორ შევაჩეროთ ვირუსის გამრავლება, წესით, ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ გავიმეორებ, ფაიზერით აცრა, პირბადე, დისტანცია, ჰიგიენა. გისურვებთ ჯანმრთელობას!
პროფესორ გიორგი ფხაკაძესთან ინტერვიუ “ალიას” ორშაბათის ნომერში გამოქვეყნდა, დღეს, ამირან გამყრელიძემ განაცხადა:
კონკრეტულად რომელ შტამზე აქვთ მათ ეჭვი და რომელი შტამის აღმოსაჩენად დაიწყეს კვლევა – არ დაკონკრეტებულა.
კომენტარები