“სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, საგანგებო განცხადებას ავცელებს:
“დღეს, 2020 წლის 26 მაისია და მე, ალეკო ელისაშვილმა მივიღე გადაწყვეტილება, რომ ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის 102-ე და მერაბ კოსტავას დაბადებიდან 81-ე წელიწადს, შევქმნა პოლიტიკური პარტია. არა კიდევ ერთი, არამედ პირველი პარტია, რომელიც ყოვეგლგვარ პარტიულ ინტერესებზე მაღლა დააყენებს საქართველოს სახელმწიფოს და მისი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას. პარტია, რომლის გარჯითაც იამაყებდნენ ნიკო ნიკოლაძე, დიმიტრი ყიფიანი და ექვთიმე თაყაიშვილი. იამაყებდა მერაბ კოსტავა!
ვქმნი პარტიას რათა თავდაუზოგავი შრომით ავაშენოთ მდიდარი და ერთიანი საქართველო…”
კომენტარები