ჟურნალისტ თეონა ცხომელიძეს კორონავირუსზე განმეორებითი ტესტი გაუკეთეს. მას კვლავ COVID-19 აქვს. ვრჩები ჯოჯოხეთში, – ასე ეხმაურება ცხომელიძე ტესტის პასუხს.
„ტესტის პასუხი დადებითია, ვრჩები ჯოჯოხეთში“,- წერს თეონა ცხომელიძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტ თეონა ცხომელიძეს კორონავირუსი რესპოდენტისგან გადაედო, ის მკურნალობას სასტუმროს კარანტინში გადის.
კომენტარები