პოლიტიკოსი, გიგი უგულავა, “მთავარ არხთან” ამბობს:
“ქართული საზოგადოების ამოცაანაა დამოუიდებლობის შენარჩეუნება და უსაფრთხოების მოძიება. ცოტა ტვინი უნდა გაანძრიოს ხელისუფლებამ, ვიღაცამ ტვინი უნდა გაანძრიოს, ყველა ხომ მოღალატე არ არის? თუ უკრაინას დღეს სთხოვენ დონეცკის და ლუგანსკის აღიარებას და ყირიმის დათმობას – შენ რას გეტყვიან? ჩვენ გვეტყვიან აცხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებას – ვსვამ შეკითხვას უგვანი ღარიბაშვილის გასაგონად – საქართველოში არ იარსებებს მთავრობა, რომელიც აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას აღიარება, ის მთავრობა დაემხობა და თუ წინააღმდეგობას გაწევს, დაემხობა სისხლში. გავძვრებით მხოლოდ უკრაინასთან ერთად, უკრაინის გარეშე დავიღუპებით და ჩაგვაბარებენ რუსეთს! ღარიბაშვილი და ივანიშვილი პირდაპირ გვაბარებს – ვაკვირდებით გამოცხადებულ ღალატს. ომში არსებობს ორი ფერი – შავი და თეთრი- ივანიშვილის პოლიტიკა იყო ვირეშმაკობა. როდესაც ომია, ეს ვეღარ ხდება. ქართული ოცნება იძულებული გახდა, ბრჭყალები გაეხსნა და რეალური არსი ეჩვენებინა – რეალური არსი ისაა, რომ ეს არის მარიონეტული, რუსული მთავრობა. ამ ხელისუფლებისგან რა უნდა მოითხოვო? – გადადგომა. მეტი ვერაფერი. ივანიშვილის ხელიდან ჩვენ ჩაბარებულები ვართ, გაწირულები ვართ.”
კომენტარები