შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური, უარჰყოფს სუს–ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის გავრცელებულ წერილში მოთხრობილ ამბავს იმის შესახებ, რომ იგი ვლადიკავკაში ფარულად არ შეხვედრია რუსეთის უშიშროების დირექტორს, რაც შეეხება მინსკს, იქ იმ შეხვედრაზე სხვადასხვა ქვეყნები იყვნენ წარმოდგენილნი, მათ შორის რუსეთის მხარე, თუმცა, ფარულ შეხვედრას აქაც უარჰყოფს:
“გამოიძიონ… არ მომხდარა ეს შეხვედრა, მაგრამ თუ შეიქმნება ამაზე საგამოძიებო კომისია, თუნდაც შევხვდი ფარულად, შევხვედრივარ თურქეთის, ისრაელის, აზერბაიჯანის, სომხეთის თანამშრომლებს, ომის დროს ხვდებიან და ლაპარაკობენ, ეს იციან გადასარევად, ვთქვათ შევხვდი, რომელი მუხლი დავრღვიე? რას იკვლევენ?
რაც შეეხება ელჩებს, რაის აგენტები აღმოვაჩინეთ? მაშინ უნდა დაგვეჭირა.
რომ მიტრიალებთ თემას, წამომცდება გგონიათ და მეტი გამოცდილება გაქვთ ოპერატიული გამოკითხვის და დაკითხვის? ჩემზე ჭკვიანი გგონიათ თავი? ”
კომენტარები