მამა ნექტარიოს მჭედლიძე:
“სპირიდონი…
ადრეც ვთქვი (ძალიან უხეშად), რომ დააბით-მეთქი, ანაფორა ვისაც გვაცვია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რამე იმუნიტეტი გვიცავს სამოქალაქო საზოგადოებაში ან სამოქალაქო კანონმდებლობის წინაშე. რაც დღეს ხდება – ანაფორიანი ადამიანების ძალადობა ღარიბი და დაობლებული ბავშვების მიმართ, რომ მათ აღიქვამენ არა ადამიანებად, არამედ “სასურსათო საქონლად”, რომელიც გაიყიდება და ფულს მოგაგებინებს.
რაც დღეს ხდება, ეს სპირიდონის ბრალი არაა, ესაა საზოგადოების დანაშაული, რადგან მე თუ ცუდად ვიქცევი, ვერასოდეს შემოგვეპასუხებით და რატომ იცით?! რელიგიურად იქეცით სანთლის მყიდველად, ხვალ თქვენს თავზე რომ მოიწიოს გაჭირვების განსაცდელმა და თქვენი შვილები დარჩნენ ქუჩაში, მოვა სპირიდონი და ღმერთის სახელით თქვენს შვილებს გაუნადგურებს ბავშვობას, აღზრდის ადამიანებად, რომელთაც დედამიწა შეზიზღდება ადამიანებით.
არ მინდა მე ისეთი საზოგადოება, რომელიც ბრმად მომენდობა და მარტო სანთლის ყიდვა და პირჯვრის წერა შეეძლება.”
კომენტარები