„კრედიტ სუისის“ და ბიძინა ივანიშვილის საქმეზე განმარტებებს ივანიშვილის ადვოკატი აკეთებს:
„ჩვენ პირველად ვცადეთ შვეიცარიულ მედიაში ჩვენი ინტერპრეტაციით გავსულიყავით. ჩვენი ინტერპრეტაცია ეფუძნებოდა იმას, რომ გვეთქვა ფართო საზოგადოებისთვის, თუ რა პრობლემები სჭირს შვეიცარიის სისტემურ ბანკს, რომელიც არის არის შვეიცარიული საფინანსო სექტორის განსახიერება, ერთგვარი სახე შვეიცარიული სახელმწიფოსი და გაგვეზიარებინა მათ შორის კანონმდებლისთვის, ფინანსური მარეგულირებლისთვის, რომ ამ ბანკს სჭირდება სხვაგვარი მიხედვა – უფრო სისტემური და კომპლექსური. მეტადრე, რომ ჩვენი ეს განზრახვა იყო ძალიან კეთილშობილური.
ჩვენ წავაწყდით დღემდე აუხსნელ წინააღმდეგობას, რომ ასეთი კეთილმოსურნე წაკითხვა სიტუაციის დღემდე არ არის ატაცებული მედიის მხრიდან. ჩვენ ვაწყდებით სხვადასხვა დაბროკოლებას, დაწყებული ბანალურით – „ოფისში არ ვარ“ და დასრულებული – „ჯერჯერობით ვერ ვიცლი“. გლობალური ფინანსური ინსტიტუტი არ არის მხოლოდ კომერცია და ბიზნესი, იქ შეიძლება იყოს სხვადასხვა ნაირსახეობის ინტერესის კვეთა. აქედან გამომდინარე, ჩვენ განცხადებაში ვსაუბრობთ კიდეც, რომ ასეთი ოპონირების მიზეზი შეიძლება იყოს სხვა საფუძვლები და ინტერესები, რომლებიც შეიძლება სულაც ბიზნესის მიღმაა. დიდი ბიზნესი ყოველთვის დიდი პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია და თანამედროვე სამყაროში გამიჯვნა, თუ სად მთავრდება ბიზნესინტერესები და სად იწყება პოლიტიკური ინტერესები, ბუნებაში არ არსეობს“.
კომენტარები