დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიასგანცხადებით, მან სცადა ფინანსთა მინისტრის დარწმუნება, დღეს საკომიტეტო მოსმენაზე მოსვლასთან დაკავშირებით, თუმცა, ამის მიუხედავად, ვანო მაჭავარიანი დღეს პარლამენტში დაგეგმილ მოსმენაზე მაინც არ მივიდა.
როგორც რომან კაკულია აცხადებს, მომხდარს რეაგირება რეგლამენტის მიხედვით მოჰყვება.
„ფინანსთა მინისტრი მობრძანებას არ აპირებს. დილით მქონდა კომუნიკაცია, ვთხოვე განემარტა მიზეზები. მქონდა მასთან კომუნიკაცია, რომ დამერწმუნებინა გადაწყვეტილება რეგლამენტის სასარგებლოდ მიეღო. ვფიქრობ რომ ეს მნიშვნელოვანი იყო. არგუმენტის ადამიანურად მესმის, თუმცა, ვფიქრობ, რომ რეგლამენტი უფრო მნიშვნელოვანი იყო ამ ეტაპზე. მზად ვართ კვლავაც ვიხელმძღვანელოთ რეგლამენტის მიხედვით და რეაგირება მოვახდინოთ. რას ვგულისხმობ რეაგირებაში, ამაზე საპროცედურო კომიტეტთან ერთად შევჯერდებით. ვცდილობდი დამერწმუნებინა რეგლამენტის სასარგებლოდ, ვერ ვიძალადებდი,“ – განაცხადა რომან კაკულიამ.
შეგახსენებთ, რომ საკომიტეტო მოსმენაზე ფინანსთა მინისტრი არ მივიდა. როგორც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომოკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ განმარტა, ივანე მაჭავარიანმა არმოსვლის თაობაზე გადაწყვეტილება მას ამ დილით აცნობა.
წყარო: ,,ინტერპრესნიუსი”
კომენტარები