ტელეწამყვანი, ხატია სიჭინავა, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ქუთაისიდან მიღებულ წერილს:
“მწერს ქუთაისიდან ქალბატონი.
გუშინ მოადგნენ ჩემს მოხუცებულ მეზობელს, რომელსაც დაუდასტურეს უსიმპტომო კოვიდი (ანუ არაფერი არ ჭირს) და გადაიყვანეს საავადმყოფოში.
2 საათში ტესტირება მოგვთხოვეს ყველა მეზობელს და ჩემს 10 თვის ბავშვს აღმოუჩინეს ასევე უსიმპტომო (ბავშვს ღმერთის წყალობით ასევე არაფერი არ ჭირს) გადაგვიყვანეს საავადმყოფოში, სადაც მოგვცეს რეგიდრონი და ყელის სპრეი.
ვწევართ ჯოჯოხეთში სადაც ყურადღებასაც არ გვაქცევენ და სრულიად ჯანმრთელი ბავშვი მიბმული მყავს ლოგინზე. არ ვიცი როგორ ვუშველოთ თავს.
ტელევიზიებო!! ჟურნალისტებო!! კარგად გამოგდით გამოძიება!! მოიძიეთ უსიმპტომო პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა და მკურნალობის მეთოდი !! სწორედ ესენი ემატებიან ყოველდღიურად ამათ გამოქვეყნებულ ციფრებს !!!”
კომენტარები