საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე დაწერა:
„უკრაინის აღმოსავლეთში ინტენსიური საომარი მოქმედებების განახლება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევაა. შეშფოთებული ვარ ამ უკან გადადგმული ნაბიჯით. ვწუხვარ მოვლენების ტრაგიკული განვითარებით და ვიზიარებ უკრაინელი ხალხის ემოციებს“
დღეს, დონბასში პრორუსული შეიარაღებული ფორმირებები უკრაინის არმიას დაესხა თავს. უკრაინელი სამხედროების ცნობით, მოწინააღმდეგე აქტიურ მოქმედებებზე გადავიდა და ჰქონდა მცდელობა გადაელახა სადემარკაციო ხაზი. თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 5 უკრაინელი სამხედრო.
კომენტარები