მოძრაობა სირცხვილია, აქვეყნებს ბანერს და წერს:
“წლის უღირსი ადამიანის ტიტულის მისაღებად წელს განსაკუთრებით დიდი კონკურენცია იყო. ნომინაციაში გამარჯვება ბევრ გამორჩეულ კანდიდატს შეეძლო, თუმცა წლის საუკეთესო უღირსი მხოლოდ ერთი უნდა გამხდარიყო.
დეტალური განხილვისა და აქტიური დისკუსიების შემდეგ, სპეციალურად შექმნილმა კომისიამ ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტა, რომ წლის უღირსი ადამიანის ტიტულს 2022 წელს ყველაზე მეტად ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი იმსახურებს.
ჩვენ ვულოცავთ ამ გამარჯვებას ირაკლი ღარიბაშვილს და ვუსურვებთ, ქვეყნის სახელით უღირსი საქმის კეთების მალე დასრულებას.”
კომენტარები