ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში „სქრინშოტს“ აქვეყნებს და წერს:
„მავანნი უკვე სიზმარშიც ამ ქველმოქმედი, ქვეყნის მოყვარული კაცის დასანქცირებას ხედავენ. არ უშვებენ მომენტს, ეს რომ არ ახსენონ, მაგრამ რა ხდება? მრავალწლიანი დავა მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს ბანკთან მისი გამარჯვებით სრულდება და “კრედიტ სუისი” კარგავს იმ რეპუტაციას, რაც აქამდე ჰქონდა.
აი ასეა როცა მართალი ხარ, ვერანაირი ძალა ვერ მოგერევა, ასევე ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება 2024 წლის არჩევნებიც.
ვურჩევ ოპოზიციას, კიდევ ერთხელ გადახედოს ბიძინა ივანიშვილის განვლილ ცხოვრებას, არ არსებობს საქმე, საიდანაც ის წაგებული გამოსულიყოს. წაგებულ საქმეში ის არასდროს შესულა.“
კომენტარები