გიორგი ფხაკაძე გიორგი ღოღობერიძისა და ნინო ნადირაძის “დაპირისპირებას ეხმაურება“. ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტის თქმით, ღოღობერიძეს სუბორდინაცია ჰქონდა დაცული, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.
„სრულიად ვეთანხმები ჩემს კოლეგას! ახალგაზრდა კოლეგები – ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავალი! მე უსურვებ ჩემს კოლეგას გიორგი ღოღობერიძე წარმატებას!!!
რამდენიმე ვიდეო მაქვს ნანახი და საკმაოდ საინტერესოდ უხსნის მოსახლეობას სამედიცინო შემთხვევებს და რაც მე ვნახე, სუბორდინაცია (რაც მედიცინაში არის მნიშვნელოვანი) ჰქონდა დაცული და პირველი წყაროები (მტკიცებულებითი მედიცინაზე დგას თანამედროვე მედიცინა) აქვს მითითებული/ნახსენები.
ვუსურვებ საქართველოს, რომ უფრო მეტი ასეთი ახალგაზრდა კოლეგა ჰყავდეს მედიცინის სხვადასხვა დარგში.
თანამედროვე მედიცინა დგას: უწყვეტ სამედიცინო განათლებაზე; მუდმივი ხარისხის გაუმჯობესებაზე; დამოუკიდებელ სამედიცინო აკრედიტაციაზე“
კომენტარები