ბელარუსის პრეზიდენტი პრიგოჟინის აჯანყებაზე საუბრისას და “ვაგნერის” ხელმძღვანელთან მოლაპარაკებების დეტალებს იხსენებს:
“მე ვუთხარი: ”ჟენია, არავინ მოგცემთ არც შოიგუს და არც გერასიმოვს, განსაკუთრებით ამ სიტუაციაში. თქვენც ისევე იცნობთ პუტინს, როგორც მე. მეორეც, ის არამარტო არ შეგხვდება – ამ სიტუაციიდან გამომდინარე, ტელეფონზეც არ დაგელაპარაკება.” ის დუმს. „მაგრამ ჩვენ სამართლიანობა გვინდა! ჩვენი დახრჩობა უნდათ! ჩვენ წავალთ მოსკოვში!“ მე ვეუბნები: „შუა გზაზე უბრალოდ ბუზივით გაგჭყლეტენ. მიუხედავად იმისა, რომ ჯარები ფრონტზე არიან. იფიქრეთ, ამაზე”
დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობდი მის დარწმუნებას და ვუთხარი, მე ნუ მიწყენ, ბრიგადა მზადაა მოსკოვში გადასასროლად და როგორც 41-ში, ჩვენ დავიცავთ მოსკოვს.”
კომენტარები