ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება „ლეიბორისტული პარტიის“ გენერალური მდივანი, გიორგი გუგავა.
– საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი, ირაკლი ღარიბაშვილის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა, ილია დარჩიაშვილმა შეცვალა. პოლიტიკურ კულუარებში გავრცელდა ხმები, რომ ზალკალიანი უფრო მეტი აქტიურობის მომხრე იყო, უკრაინასთან დაკავშირებული მხარდაჭერისა და სოლიდარობის საკითხში და ამის გამო გაუშვეს პოსტიდან. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
– მაღალი წარმოდგენისა ზალკალიანის მიმართ არ ვარ, რადგან თავის დროზე პარტია „თავისუფალი დემოკრატების“წევრი იყო და თხასავით გაყიდა თავისი პარტია, დარჩა ბიძინა ივანიშვილის გუნდში და საფასურად შეინარჩუნა მინისტრის მოადგილის პოსტი. არ გამოვრიცხავ, რომ ნაწილობრივ მართალს ამბობთ. ბიძინა ივანიშვილს სჭირდება მონები, რომელთაც ერთხელ ეტყვის და გამეორება აღარ სჭირდებათ. ეტყობა, ზალკალიანს ორჯერ გამეორება სჭირდებოდა.
კომენტარები