“სირცხვილიას” ერთ-ერთი დამფუძნებელი, შოთა დიღმელაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“ჯერ შიდსი იყო ამერიკულ ლაბორატორიებში შექმნილი ბიოლოგიური იარაღი, ახლა კი კორონავირუსი. ამ ბოლო კონსპირაციულ ნონსენსში ლუგარის ლაბორატორიაც ფიგურირებს, თუმცა ჩანს, ოფიციალური თბილისისთვის ეს სულაც არ არის ნონსენსი. ზალკანიანის შეთავაზება, ლაბორატორიაში რუსები ჩამოვიდნენ, შეერთებული შტატების მიმართ შურისძიებაა პოლიტპატიმრების შესახებ განცხადებების გამო.
საქართველოს ხელისუფლება თან “თავს იცავს” და თან კრემლს დახმარების ხელს უწვდის, ფორსირებულად გააგრძელოს ცივი ომის პერიოდში დაწყებული ეს დეზინფორმაციულ კამპანია, რომ დასავლეთი რაღაც ვირუსებს იგონებს ხალხის დასახოცად.
რაღა თქმა უნდა, ამ კონსპირაციის თეორიას არავითარი სამეცნიერო საფუძველი არ გააჩნია. ამასაც რომ შევეშვათ, ცივ ომში დამარცხების შემდეგ, 1992 წელს, მაგალითად, საგარეო დაზვერვის შეფმა ევგენი პრიმაკოვმა პირდაპირ, საჯაროდ აღიარა, რომ შიდსის შესახებ დეზინფორმაციაზე კაგებე მუშაობდა. სამარცხვინოა ოფიციალური თბილისის შეთავაზება, რომელიც რუსული სპეცსამსახურების ვულგარულ ფაბრიკაციებს პატივს მიაგებს.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კორონაკრიზისამდე ლუგარის ლაბორატორიის დისკრედიტაციაში მონაწილეობდნენ ფეისბუქის მიერ გაუქმებული, ქართულ ოცნებას დაქვემდებარებული სადეზინფორმაციო გვერდები, რომლებიც ამასთანავე ანტიდასავლური რიტორიკით გამოირჩეოდნენ.”
კომენტარები