ენერგოატომის პრეზიდენტმა, პიოტრ კოტინმა განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ვითარება ძალიან საშიშია.
“გაეროს ინსპექტირების მისიას უნდა მოჰყვეს რუსეთის მიერ ატომური ელექტროსადგურების ოკუპაციის დასრულება”,- ამბობს Energoatom-ის პრეზიდენტი.
ვოლოდიმერ ზელენსკის განცახდებით კი, რუსეთის პროვოკაციის გამო, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რადიაციული კატასტროფის ზღვარზეა.
“ზაპოროჟიეს ელექტროსადგური რუსული პროვოკაციის გამო, რადიაციული კატასტროფის ზღვარზე აღმოჩნდა. სადგურისთვის ცეცხლის გახსნა ნიშნავს, რომ ტერორისტ სახელმწიფოს არ აინტერესებს რას იტყვის საერთაშორისო სააგენტო. არ ადარდებს რას გადაწყვეტს საერთაშორისო თანამეგობრობა. რუსეთი დაინტერესებულია მხოლოდ იმით, რომ სიტუაცია რაც შეიძლება დიდხანს იყოს ცუდი. ამის გამოსწორება შესაძებელია, მხოლოდ სანქციბის გაძლიერებით. ყველა დონეზე რუსეთის ტერორისტ სახელმწიფოდ ოფიციალურად აღიარებით”,- ამბობს ზელენსკი.
კომენტარები