ოკუპანტების ქმედებების შედეგად, ისტორიაში პირველად, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მთლიანად გაითიშა ელექტროქსელიდან – ინფორმაციას ენერგოატომი ავრცელებს.
რუსი ოკუპანტების მიერ, დღევანდელი დაბომბვის შედეგად, ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქი ენერგოდარი მთლიანად ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე დარჩა. ენერგოდარის მერის, დმიტრო ორლოვის ინფორმაციით, ქალაქი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა.
უკრაინის ელექტროგადამცემი ქსელიდან ზაპორიჟიას ატომური ელექტროსადგურის გამორთვის გამო, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ზოგიერთი საავადმყოფო ენერგიის გარეშეა დარჩენილი და ნორმალურად ვერ მუშაობს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი, ვიქტორ ლიაშკომ ავცელებს.
კომენტარები