ყოფილი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი გარდაბნის თბოსადგურის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. ამის თაობაზე ინფორმაცია ზაქარია ქუცნაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ თავად დაუდასტურა.
შეგახსენებთ, რომ ზაქარია ქუცნაშვილმა დეპუტატის მანდატის დატოვების გადაწყვეტილება 2019 წლის 21 ივნისს მას შემდეგ მიიღო, რაც მისი ორგანიზებით, მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სხდომა თბილისში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ხელმძღვანელობით გაიხსნა.
კომენტარები