სამოქალაქო აქტივისტი ირაკლ ჯანყარაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“თამარ თორაძემ, ბიზნესმენი გიორგი რამიშვილის იგივე ”ზარალას” დაკავება მოითხოვა, როგორც აცხადებს მას ურეკავენ და ემუქრებიან, რომ ზარალასთვის 100 ათასი არაფერია და ის ნებისმიერ დროს მოიცილებს მას. თამარ თორაძე მოუწოდებს პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს დააკავოს გიორგი რამიშვილი, მისი თქმით გიორგი რამიშვილიც ერთ – ერთი მკვლელია რურუასთან ერთად.
ამბობენ ფული ჯოჯოხეთს ანათებსო და იმედი მაქვს ეს ხელისუფლებაზე ზეგავლენას არ მოახდენს და გიორგი რამიშვილს იქამდე დააკავებენ სანამ ქვეყნის დატოვებას შეძლებს.
აქვე მსურს მივმართო არასამთავრობო სექტორს და განსაკუთრებით იმ ორგანიზაციებს,რომლებიც ბათუმში გიორგი რამიშვილის პროექტებს აპროტესტებს, გამოთქვით ადამიანური სოლიდარობა მაინც და ერთი განცხადებაა გააკეთეთ.
გიორგი რამიშვილი ბიძინა ივანიშვილთან ერთად ახორციელებს ბათუმში რივიერა ბათუმის პროექტს, ეს ივანიშვილის და რამიშვილის ყველაზე სოლიდური პროექტია, რომელშიც მათ აქვთ საერთო ფინანსური ინტერესები.”
კომენტარები