ტვ პირველის ინფორმაციით, ქართული ოცნების დეპუტატის ოჯახი სახელმწიფო ბიუჯეტისგან 32 მილიონ ნახევარ ლარს მიიღებს. საქართველოს ხელისუფლებას ირაკლი ზარქუას სიძისთვის სახელმწიფო დაკვეთების მიცემა პრაქტიკულად გადაწყვეტილი აქვს.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, ირაკლი ზარქუას დის, ნინი ზარქუას ქმარი, ალექსანდრე ამისულაშვილი სამი უმსხვილესი ტენდერის ფინალშია.
ყოფილი ფეხბურთელი სამშენებლო კომპანია “ლაგი კაპიტალის”50 %-იან წილს ფლობს. დღემდე სამშენებლო კომპანია “ლაგი” საცხოვრებელ კორპუსებს აშენებდა და სახელმწიფო ტენდერებში არასდროს, არანაირი მონაწილეობა არ მიუღია. არ გააჩნია სკოლების და საბავშო ბაღების მშენებლობის ან რემონტის გამოცდილება.
თუმცა მოულოდნელად, ზარქუას სიძემ გადაწყვიტა, სკოლებისა და ბაღების რეაბილიტაციის ტენდერის მოსაპოვებლად ბრძოლა ერთდროულად რამდენიმე რეგიონში დაეწყო და პირდაპირ განაცხადი 32 მილიონიან ხელშეკრულებაზე წარადგინა.
წყარო – ტვ პირველი
კომენტარები